| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პიმენ ყურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1935 წელს. 1936–1937წწ. იყო ამავე ინსტიტუტის საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის ორდინატორი; 1937–1940წწ. ასპირანტი; 1940–1942წწ. ასისტენტი; 1951–1958წწ. დოცენტი; 1958–1960წწ. კათედრის გამგე; 1961 წელს ამავე ინსტიტუტის პრორექტორი. 1959-1962წწ. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1958-1960წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის გამგე. საქართველოში კლინიკური და მეცნიერული პედიატრიის ერთ–ერთი ფუძემდებელი, საქართველოს პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი დირექტორი გარდაცვალებამდე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1942). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კვების ქრონიკული მოშლილობის ზოგიერთი საკითხის შესწავლისათვის ბავშვთა ასაკში კლინიკის მასალების მიხედვით", დაიცვა 1942 წელს. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.322; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.235-236 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

