შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან თუშმალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მერზლიაკოვის მუსიკალური სასწვლებელი 1972 წელს (სავიოლინო), პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1978 წელს. 1980 წლიდან იყო საქართველოს სახლმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1984 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ვიოლინო), 2001 წლიდან პროფესორი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 1988-1993წწ. თბილისის კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტის დეკანი, 1993-2001წწ. ვიოლინოსა და ალტის კათედრის გამგე; 1995-2005წწ. საქართველოს კამერული ორკესტრის კონცერტმაისტერი; ქართული რეპერტუარი: ა. მაჭავარიანი კონცერტი, ო. თაქთაქიშვილი კონცერტი N1, თ. შავლოხაშვილი კონცერტი N1, გ. შავერზაშვილი კონცერტი, ა. შავერზაშვილის, ვ. აზარაშვილის კამერული ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი; სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბახი E Dur (ორმაგი), a-moll, მოცარტი N3, 4, 5, ბეთჰოვენი, ბრამსი, მენდელსონი, ლალო ესპანური სიმფონია, ვენიავსკი, შიმანოვსკი, ჩაიკოვსკი, გლაზუნოვი, ბარტოკი, პროკოფიევი N1, 2, შოსტაკოვიჩი N2, ხაჩატურიანი; მასტერკლასები: ბეზანსონი (საფრანგეთი), გორი, სიღნაღი, თელავი, საგარეჯო, რუსთავი; გასტროლებით იმოგზაურა: საქართველო, სსრკ, მონღოლეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, თურქეთი, ირანი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 212 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |