The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პაატა ჩახნაშვილი

პაატა ჩახნაშვილი
Date of birth:30 March, 1957  (67 years)
Category:Educator, Sociologist, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სპორტის აკადემიის სპორტული ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1978 წელს; 1985 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობით.

იმავე წელს მივლინებულ იქნა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში(იმჟამად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ბიჰევიორიზმის ფაკულტეტზე კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე; მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში; იყო გამოყენებითი ფსიქოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი; 1993 წელს ქ. რუსთავში ე. კიწმარიშვილთან, ჯ. აქიმიძესთან, დ. დვალთან და თ. ბჟალავასთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შექმნაში; 1993-1994წწ. იყო "რუსთავი 2"-ის სოციოლოგიური და მარკეტინგული სამსახურის ხელმძღვანელი და საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემის ავტორი; 1990-იანი წლების მეორე ნახვრიდან ლიტველ კოლეგასთან აუდრიუს ბუტკიავიჩუსთან ერთად იწყებს საქმიანობას პოლიტიკურ კონსალტინგში; მონაწილეობდა 4 წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელთაგან 2 წარმატებით დასრულდა; სოციალური ფსიქოლოგი და პოლსტერი 28 წლიანი გამოცდილებით. საქართველოში პირველი Exit poll-ის ავტორი;  ერთ-რთი პირველთაგანი ვინც დაიწყო პოლიტიკური და მედია რეიტინგების გამოქვეყნება ქართულ მედიაში: "ალია", "რუსთავი 2", "ვერსია", "საქართველოს ტელევიზიის პირველი და მეორე არხები"; 2003 წელს - ბ. პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი, სადაც ინიცირებას უკეთებს "ბავშვთა ლეიკემიის პროექტს", რომლის ფარგლებშიც სიცოცხლე შეუნარჩუნდა ათობით ლეიკემიითა და ლიმფომებით დაავადებულ ბავშვს; 2007 წელს ატარებს საქველმოქმედო კონცერტს ჯგუფი "შინ"-ის მონაწილეობით; არის დოკუმენტური ფილმის "ერთი დღე შინ" იდეის ავტორი და პრპდიუსერი; 2012 წლიდან დაიწყო აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა: ამერიკულ-ქართული უნივერსიტეტის პიარ სკოლაში(ლექციები პიარისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტ ჯიპაში(ლექციები პიარის ისტორიაში), ტრენინგ ცენტრ "ბიმარკში"(ლექციები არავერბალურ კომუნიკაციასა და სხეულის ენაში), საგანმანათლებო სააგენტო Cambridge Study(ტრენინგი ემოციურ ინტელექტში); არის ილია ფერაძის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი პირველი სახელმძღვანელოს "მარკეტინგული კომუნიკაციების" პირველი წიგნის "რეკლამის ისტორია" სპეციალური რედაქტორი; ბლოგის ავტორი, აგრეთვე ცნობილ ქართულ ინტერნეტპორტალებზე დაწერილი სტატიების ავტორი.

Member of Organizations

  • ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაცია, ვიცეპრეზიდენტი
  • საქართველოს ნეიროლინგვისტური პროგრამირების - Neuro-linguistic programming(NLP) ასოციაცია, დამფუძნებელი

Awards and Honors

  • 1994 - ტელეფესტივალი "მანა" , ნომინანტი

Bibliography


Share: