The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იანინა იასინსკაია

Date of birth:1 January, 1923
Date of death:3 December, 2001  (at 78 years)
Burial location:თბილისი
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა მ. პერინის საბალეტო სტუდია 1933 წელს, ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია 1940 წელს.

1940 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის მოცეკვავე; 25 წლის მანძილზე მონაწილეობდა ვ. ჭაბუკიანის მიერ დადგმულ (1965, 1968, 1974, 1976) ყველა სპექტაკლში; 1969 წელს თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის რეპეტიტორი; 1980-1982წწ. ბერლინის (გდრ), ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის რეპეტიტორი; 1984-1986წწ. მონღოლეთში, ულან-ბატორის ოპერისა და ბალეტის თეატრის პედაგოგ-რეპეტიტორი, მონაწილეობდა საბალეტო დადგმებში; ქართული რეპერტუარი: მანიჟეს მეგობარი (ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), შირვანული ცეკვა (გრ. კილაძე "სინათლე"), მავრიტანული ცეკვა (ა. მაჭავარიანი "ოტელო"), უნგრული ცეკვა (დ. თორაძე "მშვიდობისათვის"); სხვა რეპერტუარი: მერსედესი, ესპანური ცეკვა, ბოშური ცეკვა (მინკუსი "დონ კიხოტი"), ესპანური ცეკვა, მაზურკა, უნგრული ცეკვა (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "შჩელკუნჩიკი"), ლირიკული ცეკვა, ცეკვა კასტანეტებით, ბოშური ცეკვა (კრეინი "ლაურენსია"); საოპერო დადგმებში სოლო ცეკვები; საქართველოში მოღვაწე პოლონელი ბალეტის მოცეკვავე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 216

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: