შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1916 წელს. 1923-1931წწ. მუშობდა ზაჰესისა და სხვა ობიექტების მშენებლობაზე; 1933-1942წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი; 1928-1961წწ. ამავე ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის, 1961-1963წწ. მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის გამგე; 1946-1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება სამშენებლო მექანიკის კლასიკურ საკითხებს, რომელთა გადასაწყვეტად იგი იყენებდა ანალიზურ და გრაფოსტატიკის ხერხებს. მან პირველმა შეიმუშავა (1931) საყრდენი კედლის კვეთის პირდაპირი გათვლის ფორმულები. იგი ავტორია პირველი სახელმძღვანელოსი ნაგებობათა სტატიკაში. სამშენებლო მექანიკის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ.,1984.-გვ.228; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.258-259 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |