შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი 1959 წელს, მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1978 წელს, ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტი 1982 წელს. ის იყო ანსამბლ "ორერას" ერთ-ერთი დამაარსებელი(რ. ბარძიმაშვილთან ერთად) და წევრი; 1980 წლიდან საქართველოს ფილარმონიის საესტრადო სამმართველოს უფროსი; დაცული აქვს დისერტაცია; მის რეპერტუარში იყო: ქართველ კომპოზიტორთა, აგრეთვე რუსული და მსოფლიოს საესტრადო სიმღერები; გასტროლებით შემოიარა 70-ზე მეტი ქვეყანა ანსამბლ "ორერასთან" ერთად; საესტრადო მომღერალი. დისერტაციის თემა - "ფოლკლორის როლი მასობრივ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობაში". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 216; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.175 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |