The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინე იაშვილი

ირინე იაშვილი
Date of birth:5 November, 1942  (81 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს(სავიოლინო), მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია.

1959-1964წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრის კონცერტმაისტერი; 1966-1973წწ. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის სოლისტი; 1964-1993წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ვიოლინო), 1992 წლიდან პროფესორი; 1994 წლიდან მოღვაწეობს საზღვარგარეთ (იუგოსლავია, თურქეთი); 1994-2012წწ. ქ. ნოვი-სადი (იუგოსლავია) ხელოვნების აკადემიის პროფესორი, 2012 წლიდან ქ. ადანის (თურქეთი) კონსერვატორიის პროფესორი; ქართული რეპერტუარი: დ. ჩხეიძე "კონცერტინო", ა. შავერზაშვილი "ფანტაზია" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1972, პირველი შესრულება), ა. შავერზაშვილი საფორტეპიანო ტრიო N3 (1979, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ჩაიკოვსკი, ვივალდი, ბრამსი; გასტროლები: საქართველო, რუსეთი, ნიდერლანდები, გერმანია, იუგოსლავია; ცნობილი მევიოლინე და პედაგოგი ლუარსაბ იაშვილის ქალიშვილი, მევიოლინეების მარინე და ნანა იაშვილების და; მევიოლინე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 216; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.175

Awards and Honors

  • 1975 - მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი (მოსკოვი)
  • 1970 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1961 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, დიპლომი და I ხარისხის დიპლომი (ბაქო)
  • 1961 - მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი (მოსკოვი)

Share: