The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ინაშვილი

გრიგოლ ინაშვილი
Other name:ვენაძე  (Pseudonym)
Date of birth:25 January, 1896
Date of death:22 July, 1969  (at 73 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის სასწავლებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1924 წელს(ვოკალური).

მუშაობდა ზეინკლად ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში; 1913 წლიდან მონაწილეობდა ნაძალადევის სცენისმოყვარულთა დრამატული წრის სპექტაკლებში. პარალელურად, კარგი ხმის წყალობით, იყო ხალხური სიმღერის გუნდის სოლისტი, მოგვიანებით მიიწვიეს ოპერეტის დასში; 1918 წელს შევიდა ვ. რიადნოვის საოპერო სტუდიაში; 1920-1948წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1941-1945წწ. ომის წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიას; 1953 წლიდან თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი, მისი თაოსნობით შეიქმნა ქართული საცირკო კოლექტივი; ქართული რეპერტუარი: ბარიტონის ყველა წამყვანი პარტია (54), მათ შორის: მურმანი, კიაზო, ინკუბუსი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), ლევანი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), გოჩა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი"), აბდულ-არაბი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"); სხვა რეპერტუარი: ამონასრო, დი ლუნა, ჟერმონი (ვერდი "ტრუბადური", "აიდა", "ტრავიატა"), ალბერტი (მასნე "ვერთერი"), სენ-ბრი (მეიერბერი "ჰუგენოტები"), მარსელი (პუჩინი "ბოჰემა"), ონეგინი, ელეცკი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), რანგონი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); საოპერო მომღერალი, ბარიტონი; ცნობილი მომღერლების, ს. ინაშვილისა და ა. ინოველის ძმა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 222

Awards and Honors

  • საქართველოს სახალხო არტისტი

Share: