Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე იოხელესი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1932 წელს (საფორტეპიანო). 1943-1958წწ. იყო ტრიოს წევრი (მ. ლ. ზატულოვსკისთან - ვიოლინო, ჰ. ცომიკთან - ვიოლონჩელო, ერთად); 1935-1942წწ. მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, 1946-1952წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1952 წლიდან პროფესორი; 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვის გნესინების სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი, 1965-1973წწ. საფორტეპიანო კათედრის გამგე; ქართველი მოწაფეები: ი. ბახტაძე, ე. დვალი, ვ. თუმანიშვილი, ც. კარგარეთელი, ო. მელიქ-ფარსადანოვა, ბ. ნამგლაძე, ლ. სანიკიძე, ლ. შინჯიაშვილი, მ. ჭავჭანიძე; ქართული რეპერტუარი: ნ. გუდიაშვილი საფორტეპიანო კვინტეტი (1949, პირველი შესრულება), ო. თაქთაქიშვილი საფორტეპიანო კონცერტი N1 (1951, პირველი შესრულება), ო. გორდელი საფორტეპიანო კონცერტი N1 (1952, პირველი შესრულება), ალექსანდრე იოხელესმა გრ. კილაძის ბალეტისგან "სინათლე" შეადგინა 5 ნაწილიანი საფორტეპიანო სიუიტა: "ბავშვთა ცეკვა", "ნოქტიურნი", "შირაზული ცეკვა", "ქართველ გოგონათა ცეკვა", "საზეიმო სვლა"; რუსი ებრაელი პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 226 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |