შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პლატონ კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა ქ. ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. პირველად მუსიკალური განათლება მიიღო ვასილ და მელიტომ ბალანჩივაძეებთან; 1890 წელს ვოკალურ ხელოვნებას ეუფლებოდა პეტერბურგში, შემდეგ, როგორც პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის სტიპენდიანტი (1891) მილანის კონსერვატორიაში, პედაგოგი სებასტიანე რონკო (ვოკალური); 1893-1895წწ. ფსევდონიმით იმერელი გამოდიოდა იტალიის საოპერო სცენებზე; კონცერტებით გამოდიოდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ბაქოში; ის ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა; საოპერო მომღერალი, დრამატული ტენორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 233
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |