The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჩიტო კაკაბაძე

ჩიტო კაკაბაძე
Legal name:მიხეილ კაკაბაძე
Date of birth:10 September, 1928
Date of death:18 January, 2019  (at 90 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კუხი, ხონის რაიონი.

ქართული ცეკვის ხელოვნებას ეზიარა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ კოლექტივში მოცეკვავე თ. დავითაიას ხელმძღვანელობით. 1942 წლიდან იგი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე -მსახიობად მიიწვიეს (ლოტბარი კ. გეგეჭკორი, ქორეოგრაფი გ. ვაშაკიძე, ი. ციმაკურიძე).  1962 წლიდან სათავეში ჩაუდგა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის ინსტიტუტის  თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლს. მიხეილ კაკაბაძის მიერ დადგმული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "ნაბდურა", "სატრფიალო", "მთიულური", "აფხაზური". აღიარებულია "ქართულისა" და "მთიულურის" საუკეთესო შემსრულებლად. საქართველოს ახალგაზრდობის ფესტივალის ოთხგზის გამარჯვებული მოცეკვავე, საუკეთესო შესრულებისთვის რესპუბლიკურ კონკურსზე დაჯილდოვდა ვერცხლის სამკერდე ნიშნით (1962).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.233; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო: zh-cn.facebook.comქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.78

Awards and Honors

  • 2014 - საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენი
    ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის
  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1958 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

Share: