Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო კალანდაძე-მახარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გვიმბალაური, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1976 წელს (საფორტეპიანო), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1983 წელს (ფოლკლორი). 1986 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური შემოქმედების მიმართულების ლაბორანტი, მეცნიერ-თანამშრომელი, მოწვეული ლექტორი; ქალთა ფოლკლორული ანსამბლების "მზეთამზე"-ს, "გეორგიკა"-ს (ქალთა ჯგუფი), ბათუმის ქალთა ფოლკლორული ანსამბლ "აიდიო"-ს წევრი; თბილისის ილიას სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მუსიკოლოგიის დოქტორი; ეთნოგრაფიული ექსპედიციების მონაწილე; გასტროლები: ფინეთი, ინგლისი, ესპანეთი (ანსამბლ "მზეთამზესთან" ერთად); ეთნომუსიკოლოგი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული "აკვნის ნანა"; ჟანრის, სემანტიკისა და არტიკულაციის საკითხები", დაიცვა 2010 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 235; ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი: polyphony.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |