შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ბერძენოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არდონი, ჩრდილოეთ ოსეთი. XIX საუკუნის 50-60-იან წლებში აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ "კავკაზში", იყო ამ გაზეთის რედაქტორი. მას ეკუთვნის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე გამოცემული წიგნისა–"თბილისი ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით"(1870) და გამოკვლევა რუსულ ენაზე "სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში"(1869), აგრეთვე ეთნოგრაფიული ნარკვევები საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთზე. 1864-1874წწ. იგი კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის წევრი იყო და მონაწილეობდა ამ კომისიის "აქტების" შედგენაში. მნიშვნელოვანია 1857-1859წწ. გაზეთ "კავკაზში" გამოქვეყნებული მისი ლიტერატურული-კრიტიკული წერილები. ნ. ბერძნიშვილი იყო ქართული რეალისტური სალიტერატური კრიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.343; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.2.-თბ.,1977.-გვ.337; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.129 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |