The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარი ბროსე

მარი ბროსე
Legal name:მარი ფელისიტე
Date of birth:5 February, 1802
Date of death:3 September, 1880  (at 78 years)
Burial location:ქ. შატერლო, საფრანგეთი.
Category:Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პარიზი, საფრანგეთი.

XIX საუკუნის 20–იანი წლებიდან ბროსემ ხელი მოჰკიდა ქართული და სომხური ენების შესწავლას. შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი, აგრეთვე ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები. მისმა შრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ბროსეს შემწეობას უწევდნენ ჟ. ა. სენ-მარტენი და პეტერბურგში მცხოვრები თეიმურაზ ბატონიშვილი (მიწერ-მოწერით).

1837 წელს ბროსე რუსეთში მიიწვიეს, 1838 წელს აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით. 1839–1841წწ. აკადემიაში და უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციების ციკლი საქართველოს და სომხეთის ისტორიის შესახებ. 1847–1848წწ. იმოგზაურა საქართველოში, შეკრიბა დიდძალი ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური და სხვა მასალა და პეტერბურგში სამ წიგნად გამოაქვეყნა. ფრანგულად თარგმნა და 1849-1858 წლებში შვიდ ტომად დაბეჭდა "ქართლის ცხოვრება", ვახუშტის "ისტორიის" გეოგრაფიის ნაწილი, სეხნია ჩხეიძის, პაპუნა ორბელიანის და ომან ხერხეულიძის ისტორიული თხზულებები ვრცელი მეცნიერული კომენტარებითურთ. 1861 წელს გამოსცა საბუთები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ბროსეს 200-ზე მეტ ნაშრომში თავმოყრილია დიდძალი კრიტიკულად შემოწმებული მასალა. მან გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია, გააფართოვა მისი წყაროთმცოდნეობითი ბაზა, წინ წასწია ქართული ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, ეპიგრაფიკისა და სხვა დამხმარე დარგების შესწავლა, წამოჭრა და დაამუშავა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის მრავალი საკითხი. დაიწყო "ქართლის ცხოვრების" კრიტიკული შესწავლა, სცადა დაეწერა საქართველოს ისტორიის კურსი. დიდი წვლილი შეიტანა ბროსემ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. ბროსემ დააყენა და გააშუქა საკითხი ქართული "რაინდული რომანის" თავისებურების შესახებ, დ. ჩუბინაშვილთან და ზ. ფალანდიშვილთან ერთად 1841 წელს გამოსცა "ვეფხისტყაოსანი". ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა იმ სომეხ ისტორიკოსთა თხზულებები, რომლებსაც მოეპოვებათ ცნობები საქართველოს შესახებ (ტ. 1-2, 1874-1876), აღწერა სომხეთის ისტორიული ძეგლები. ბროსეს სახელთან დაკავშირებულია მთელი ეტაპი ევროპის ქართველოლოგიაში, მისი მემკვიდრეობა მტკიცედ შევიდა ქართული ისტორიოგრაფიის საგანძურში. ბროსეს პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ორიენტალისტი და ქართველოლოგი.

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.].- თბ., 2014.-გვ.48; თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.350


Share: