The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგუშა კავსაძე

გიგუშა კავსაძე
Legal name:გიორგი კავსაძე
Date of birth:1905  (119 years)
Date of death:19??
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

გიგუშას მამა ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე განთქმული მომღერალი და ლოტბარი იყო; ბაბუა, გრიგოლი კი ჩინებული მომღერალ-მგალობელი, რომლისგანაც ქართლური სიმღერები თვით იოსებ რატილს შეუსწავლია; მისმა შვილებმა სამდრომ და ლონგინოზმა, მათმა შთამომავლებმა ღირსეულად გააგრძელეს წინაპართა სასიმღერო-საგალობლო ტრადიციები; სანდრო კავსაძე და მისი "ქართული გუნდი" ქართული ხალხური სიმღერის სასცენო შემსრულებლობის სათავეებთან იდგა, გიგუშა და მისი ძმა დათაშკა კი ქართლ-კახური სიმღერების განუმეორებელი შემსრულებლები და გამორჩეული ლოტბარები იყვნენ; 2011 წელს გამოვიდა CD დისკი, სადაც ძმების, გიგუშას და დათაშკას უნიკალური ჩანაწერებია თავმოყრილი; სამწუხაროდ მეორე მსოფლიო ომმა და ომის შემდგომმა მოვლენებმა მათი სიცოცხლე ნაადრევად შეწყვიტა: დათაშკა ტყვედ ჩავარდა და რეპრესირებული იყო საბჭოთა რეჟიმის მიერ, გიგუშა კი ქერჩში დაიღუპა; იყო ლოტბარი, კავსაძეების მუსიკალური გვარის ბრწყინვალე წარმომადგენელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 231

 


Share: