The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დათაშკა კავსაძე

დათაშკა კავსაძე
Legal name:დავით კავსაძე
Date of birth:10 August, 1907
Date of death:1952  (at 44 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

14 წლიდან ხელმძღვანელობდა ჭიათურის საშუალო სკოლის გუნდს; სკოლის დამთავრებისთანავე დაინიშნა შორაპნის რკინიგზის სკოლაში სიმღერის მასწავლებლად, მომდევნო წელს კი ქუთაისის ვაჭრობის მუშაკთა კლუბის ლოტბარად; სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, III კურსიდან კი გადავიდა სადირიჟოროზე; პარალელურად ხელმძღვანელობდა თბილისის სკოლების, ტექნიკუმების, მუშფაკების გუნდებს; 1929 წლიდან ძმები დათაშკა და გიგუშა, მამის ს. კავსაძის ტყიბულის მაღაროელთა გუნდის წამყვანი ხმები იყვნენ; ის იყო 1937 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე, 1935 წლიდან დაიწყო დეკადისთვის მზადება; ამ დროისთვის ის უკვე ს. კავსაძის აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელის თანაშემწეა; დეკადის შემდეგ, 1937-1939წწ. გუნდი ტრიუმფით გამოდიოდა სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში; მამის ავადმყოფობის გამო, ის ფაქტობრივად გუნდის ხელმძღვანელი იყო; 1937 წელს რეპრესირებული; შვილები: კახი კავსაძე (დრამატული თეატრის მსახიობი), იმერი (საოპერო მომღერალი); ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 231


Share: