The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა გოგიძე

შალვა გოგიძე
Date of birth:25 October, 1924
Date of death:7 August, 1989  (at 64 years)
Burial location:გლდანის სასაფლაო, თბილისი
Category:Historian, Scientist, Educator, Public Man

Biography

1941 წელს წარჩინებით დაამთავრა გლდანის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო - ამჟამად თბილისის N 209 საჯარო სკოლა და უგამოცდოდ ჩაირიცხა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ისტორიის ფაკულტეტზე.

1943 წელს დაამთავრა ქ. ბაქოს სალეიტენანტო სასწავლებელი და ოფიცრის ჩინით მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში. დაჯილდოვდა სამამულო ომის I და II ხარისხის ორდენებით.

ომის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჯერ ავჭალის  სადაბო საბჭოს თავჯდომარედ, შემდგომ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სახელისუფლებო სტრუქტურებში.  1962 წლიდან იწყებს მუშაობას საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ისტორიის კათედრის უფროს მასწავლებლად,  შემდგომ დოცენტად, პროფესორად, კათედრის გამგედ და ბოლოს ინსტიტუტის პრორექტორად. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "ამიერკავკასიის პროფესიონალ რევოლუციონერთა მონაწილეობა მოსკოვში, პეტერბურგსა და ვიბორგში არალეგალური სტამბების შექმნასა და ბოლშევიკური ლიტერატურის გავრცელებაში (1905-1907 წწ.)", და ამასთანავე არის 60-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი.

შალვა გოგიძე მოსკოვისა და პეტერბურგის ძნელად შესაღწევ არქივებში ეძებდა ქართველების კვალს ისტორიაში, მიზანმიმართულმა კვლევამ აპოვნინა ორი  უსამართლოდ მივიწყებული სახელოვანი თანამემამულე, რაც  მის მნიშვნელოვან მონოგრაფიებშიც  აისახა "გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური"-რომელიც ეხება, ცნობილ აკადემიკოსებითა და მაღალჩინოსანი სამხედრო პირებით დაკომპლექტებულ , განსაკუთრებული ტექბიუროს, ყოფილი საბჭოთა კავშირის იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური სრულყოფის ცენტრის "თვითნაბად" ნიჭიერ ქართველ ხელმძღვანელს, რომლის გამოგონებებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომში მოპოვებულ გამარჯვებაში. მეორე მონოგრაფია: "ამხანაგი თავადი განძეულობათა გადამრჩენი" - ზამთრის სასახლის კომენდატ, მეფის არმიის პოლკოვნიკ ივანე რატიშვილზე, (რატიევზე) რომელმაც ვაჟიშვილთან ერთად სიცოცხლის ფასად რევოლუციის მძიმე დღეებში გადაარჩინა ერმიტაჟის მსოფლიო საგანძური გაქურდვისა და განადგურებისაგან იმ დროს, როცა ყველა პასუხისმგებელი პირი საკუთარი ტყავის გადასარჩენად იყო გაქცეული და ზამთრის სასახლე ბედისა და ამ ქართველი კაცის სინდისის ანაბარა დარჩა.

შალვა გოგიძე დაიღუპა 1989 წლის 7 აგვისტოს, 9 აპრილის მოვლენების შედეგად, მძიმე მოწამვლით მიღებული გართულებების გამო. დაკრძალულია თბილისში, გლდანის სასაფლაოზე წინაპარ მამა-პაპათა საფლავებთან.

2014 წელს, 9 აპრილს დაღუპულ გმირებთან ერთად დაჯილდოვებულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (სიკვდილის შემდეგ). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილიბით (განკარგულება N45, 6.03.2018) საბურთალოს რაიონის დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში ერთერთ ქუჩას მიენიჭა ისტორიკოსის, პროფესორ შალვა გოგიძის სახელი, ასევე საცხოვრებელ სახლსა (ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ.N5) და თბილისის N209 საჯარო სკოლაში არის მისი სახელობის მემორიალური დაფა. პროფესორი.

Awards and Honors

  • 2014 - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
  • 1986 - უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი, ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი მუშაობისათვის
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: