შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა გოგიძე![]()
ბიოგრაფია1941 წელს წარჩინებით დაამთავრა გლდანის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო - ამჟამად თბილისის N 209 საჯარო სკოლა და უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1943 წელს დაამთავრა ქ. ბაქოს სალეიტენანტო სასწავლებელი და ოფიცრის ჩინით მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში. დაჯილდოვდა სამამულო ომის I და II ხარისხის ორდენებით. ომის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჯერ ავჭალის სადაბო საბჭოს თავჯდომარედ, შემდგომ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სახელისუფლებო სტრუქტურებში. 1962 წლიდან იწყებს მუშაობას საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ისტორიის კათედრის უფროს მასწავლებლად, შემდგომ დოცენტად, პროფესორად, კათედრის გამგედ და ბოლოს ინსტიტუტის პრორექტორად. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "ამიერკავკასიის პროფესიონალ რევოლუციონერთა მონაწილეობა მოსკოვში, პეტერბურგსა და ვიბორგში არალეგალური სტამბების შექმნასა და ბოლშევიკური ლიტერატურის გავრცელებაში (1905-1907 წწ.)", და ამასთანავე არის 60-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. შალვა გოგიძე მოსკოვისა და პეტერბურგის ძნელად შესაღწევ არქივებში ეძებდა ქართველების კვალს ისტორიაში, მიზანმიმართულმა კვლევამ აპოვნინა ორი უსამართლოდ მივიწყებული სახელოვანი თანამემამულე, რაც მის მნიშვნელოვან მონოგრაფიებშიც აისახა "გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური"-რომელიც ეხება, ცნობილ აკადემიკოსებითა და მაღალჩინოსანი სამხედრო პირებით დაკომპლექტებულ , განსაკუთრებული ტექბიუროს, ყოფილი საბჭოთა კავშირის იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური სრულყოფის ცენტრის "თვითნაბად" ნიჭიერ ქართველ ხელმძღვანელს, რომლის გამოგონებებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომში მოპოვებულ გამარჯვებაში. მეორე მონოგრაფია: "ამხანაგი თავადი განძეულობათა გადამრჩენი" - ზამთრის სასახლის კომენდატ, მეფის არმიის პოლკოვნიკ ივანე რატიშვილზე, (რატიევზე) რომელმაც ვაჟიშვილთან ერთად სიცოცხლის ფასად რევოლუციის მძიმე დღეებში გადაარჩინა ერმიტაჟის მსოფლიო საგანძური გაქურდვისა და განადგურებისაგან იმ დროს, როცა ყველა პასუხისმგებელი პირი საკუთარი ტყავის გადასარჩენად იყო გაქცეული და ზამთრის სასახლე ბედისა და ამ ქართველი კაცის სინდისის ანაბარა დარჩა. შალვა გოგიძე დაიღუპა 1989 წლის 7 აგვისტოს, 9 აპრილის მოვლენების შედეგად, მძიმე მოწამვლით მიღებული გართულებების გამო. დაკრძალულია თბილისში, გლდანის სასაფლაოზე წინაპარ მამა-პაპათა საფლავებთან. 2014 წელს, 9 აპრილს დაღუპულ გმირებთან ერთად დაჯილდოვებულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (სიკვდილის შემდეგ). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილიბით (განკარგულება N45, 6.03.2018) საბურთალოს რაიონის დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში ერთერთ ქუჩას მიენიჭა ისტორიკოსის, პროფესორ შალვა გოგიძის სახელი, ასევე საცხოვრებელ სახლსა (ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ.N5) და თბილისის N209 საჯარო სკოლაში არის მისი სახელობის მემორიალური დაფა. პროფესორი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |