The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ გაგუა

ოთარ გაგუა
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 2021  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი 1951 წელს.

მრავალი წლის მანძილზე იყო გაზეთ "თბილისის" ინფორმაციისა და სპორტის განყოფილების გამგე; 1979–1987წწ. საქართველოს ოლიმპიური სპორტული სკოლა–ინტერნატის დირექტორი; სხვადასახვა დროს იყო თბილისისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, დედაქალაქის ფეხბურთის მოყვარულთა კლუბის პირველი თავმჯდომარე; 1974 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ქართველ ჭაბუკ ფეხბურთელთა პირველი გასვლა საზღვარგარეთ – პოლონეთში. არის ქართული ფეხბურთის მკვლევარი, არაერთი პუბლიკაციის და წიგნის ავტორი. 1990 წლიდან შპს ფირმა "ჟურნალისტის" გენერალური დირექტორი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.358; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.249

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენციკლოპედია "თბილისის" სარედაქციო კოლეგია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    სამშობლოს დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის

გააზიარე: