Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ კაკულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1968 წელს(გერმანული). 1969 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1968-1972წწ. საესტრადო ორკესტრ "რეროს" სოლისტი; 1986 წლიდან საქართველოს ტელერადიოს სოლისტი; 1973 წლიდან საქართველოს ტექნკური უნივერსიტეტის პედაგოგი(გერმანული ენა); რეპერტუარი, ქართველი კომპოზიტორების სიმღერები, მათ შორის: ვ. აზარაშვილი - "მზე ჩემი მეგობარია", "მზეო ამოდი", "ოღონდ მინატრე", "ძველი უბნის ჰანგი", ა. ბუკია - "ჭაღარა", ი. ბობოხიძე - "ცირა", "ქართლის მიწა", "ჭიამაია", ნ. გაბუნია - "მე შენთან მოვალ", "ჩემო სამშობლო მხარევ", "წვიმიანი დღე", "იავნანა", "საქართველოს ცა", ი. გურგულია - "უშენოდ", ნ. დუღაშვილი - "შენი თვალები", "გამიფრთხილდი, გამიფრთხილდი", ჯ. ჯანდიერი - "ისიც მეყოფა, რომ ქართველი ვარ", "და ეს ღამე მოგონებად დარჩება", ე. ჭელიძე - "თბილისის ქუჩები", რ. სებისკვერაძე - "მადლობელი ვარ", "მხარე ლამაზი", ჯ. სეფიაშვილი - "აპრილი", "სიყვარულის გახსენება", ო. ტატიშვილი - "დრო"; გასტროლებით იმოგზაურა: გერმანია, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ჰოლანდია, საფრანგეთი, ქუვეითი, ინგლისი; 2014 წელს თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა ეთერ კაკულიას ვარსკვლავი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 234
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |