შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაიოზ კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1967 წელს(ავტოინჟინერი), მოსკოვის ხელოვნების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი 1976 წელს. 1968-1971წწ. დააარსა საქართველოს ახალგაზრდული შემოქმედების კლუბი, იყო მისი პრეზიდენტი; 1974-1977წწ. თეატრ "მეტეხი"-ს დირექტორი; 1978-1980წწ. საკავშირო და საერთაშორისო ჯაზ-როკ ფესტივალის დამაარსებელი და ორგანიზატორი; 1989 წელს სსრკ-ში პირველი ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორი (თბილისში, "Госконцерт"-თან ერთად); 1977-1982წწ. საქართველოს ფილარმონიის დირექტორი; 1977-1982წწ. ჯაზ-ფესტივალის ჟიურის წევრი (თბილისი, ვარშავა, ზამოშნი, პოლონეთი); 1982-1987წწ. თბილისის გრამფირფიტების ჩამწერი სტუდია "მელოდია"-ს დირექტორი; 1987-2006წწ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალური დირექტორი, პარალელურად მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი კონსულტანტი, ამავე წლიდან მ. თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" იდეის ავტორი, დამაარსებელი, პროდიუსერი; თბილისის ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორი, "ისტერნ-პრომოუშენის" მრჩეველი; 1997 წლიდან თბილისის მუნიციპალური სახელმწიფო ორკესტრის "ბიგ-ბენდი"-ს დამაარსებელი და მთავარი კონსულტანტი; 2006 წლიდან რადიო 104.3 "სინდიკატი"-ს მუსიკალური რეპერტუარის ავტორი. ვარშავის საერთაშორისო ფესტივალის "ჯაზ-ჯამბორეს" ვერცხლის მედალის მფლობელი (1980). მუსიკალურ ღონისძიებათა დამაარსებელი და ორგანიზატორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 237; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.309 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |