The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი გახოკიძე

Date of birth:1909
Date of death:1964  (at 55 years)
Category:Scientist, Chemist

Biography

დაამთავრა ამიერკავკასიის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტი 1932 წელს.

1943 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიის კათედრის გამგე. ერთდროულად მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის, ქიმიურ–ფარმაცევტულ ინსტიტუტსა და სხვა ინსტიტუტებში; არის ნახშირწყლების ქიმიის ერთ–ერთი ფუძემდებელი ყოფილ სსრკ–ში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ა. გახოკიძის დამსახურება საქართველოში შაქრის წარმოების საქმეში;  საქართველოში შაქრის წარმოების საკითხებით ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაინტერესებულა; მან ყოფილ საბჭოთა კავშირის მეცნიერებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კვლევა ნახშირწყლების ქიმიაში და მნიშვნელოვანი შედეგებიც მოიპოვა; პირველივე მეცნიერული ნაშრომის შედეგები, რომელიც ნახშირწყლების იზომერიზაციის საკითხებს ეხება, შესულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლებისათვის განკუთვნილ ბევრ სახელმძღვანელოში; დაამუშავა ახალი ტიპის ნახშირწყლების მიღების ორიგინალური მეთოდი, რომელიც მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში "გახოკიძის სინთეზის" სახელწოდებით არის ცნობილი; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში; გამოსცა ორგანული ქიმიის კურსი, ორგანული და ბიოლოგიური ქიმიის სახელმძღვანელო, პრაქტიკუმი ქიმიის სხვადასხვა დარგში; სისტემატურად აქვეყნებდა მეცნიერულ-პოპულარული ხასიათის სტატიებს. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი წიგნი "ქიმია ადამიანის სამსახურში"; შექმნა ქიმიური ტექნოლოგიის სახელმძღვანელო, მონოგრაფია "ნახშირწყლების აგებულება" და ნახშირწყლების ვრცელი ორიგინალური ცნობარი ექვს ტომად. თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებული აქვს მისი სახელი, ასევე მის მშობლიურ მარტვილში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას და სკოლას სოფ. ხუნწში მიენიჭა პროფესორ აკაკი გახოკიძის სახელი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.369

Bibliography


Share: