The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლალი კანდელაკი

ლალი კანდელაკი
Date of birth:10 September, 1972  (52 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სტუდია 1990 წელს.

1990-1997წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 1997-2003წწ. ქ. მერსინის(თურქეთი) ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 2003 წელს ქ. ბუდაპეშტის "Art-balet"-ის წამყვანი სოლისტი; 2004 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 2011-2013წწ. თბილისის საბალეტო დასის გამგე; ქართული რეპერტუარი: ჯავარა (დ. თორაძე "გორდა"), გ. ალექსიძის ერთ აქტიან ყველა ბალეტში წამყვანი პარტია; სხვა რეპერტუარი: ოდეტა-ოდილია, მაშა (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), ჯულიეტა (პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), ჰამზათი, ჩელიტა (მინკუსი "ბაიადერა", "დონ კიხოტი"), ჟიზელი (ადანი "ჟიზელი"), ბესი(გერშვინი-ოძელი "პორგი და ბესი", მ. ლავროვსკის ქორეოგრაფია), ლაურენსია (კრეინი "ლაურენსია"), ბოშა (ბონერი "ორი მტრედი"), ტიტანია(მაკინტაიერი "ზაფხულის ღამის სიზმარი"); სოლო პარტიები: ბახი "ჩაკონა", ბალანჩინი "სერენადა", "ვესტერნ-სიმფონია", "კონსერვატორია", "Skepping Stones", "ტარანტელა" (გოშტალკი), წითელი გველი (როტმანსკი "სიზმრები იაპონიაზე"); გასტროლები: საბერძნეთი, ინგლისი, გერმანია, ავსტრია, კორეა, შვედეთი, ჩინეთი, იაპონია, ეგვიპტე, უკრაინა. პრიმა - ბალერინა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 237

Awards and Honors

  • 2009 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ვარნის მე-19 საერთაშორისო საბალეტო კონკურსი(ბულგარეთი), I პრემია და ოქროს მედალი
  • 1999 - ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი(ინგლისი), I პრემია
  • ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მედალი

Share: