შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო კაჭარავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ქ. გორის მუსიკალური სასწავლებელი 1959 წელს(ფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს. 1966 წლიდან იყო ქ. გორის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1970 წელს გორში დააარსა "გორის გოგონათა გუნდი", 1979 წელს საოპერო და საბალეტო საბავშვო სტუდია, 1980 წელს გორის საოპერო სტუდია, 1986 წელს გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალი; გასტორლებით შემოიარა: სსრკ, ირლანდია, მალტა, უნგრეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჰოლანდია, "გორის გოგონათა გუნდთან ერთად"; პიანისტი, მუსიკალური ორგანიზატორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 242; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.353 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |