Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ კახიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1955 წელს. 1955 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში; თეატრალური დებიუტი შედგა შ. მილორავას ოპერეტაში "საყვარელი დისშვილი"; 1965 წლიდან რეჟისორი, ლიბრეტისტი; ქართული რეპერტუარი: გია, კარაპეტა, ბახურა (შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე", "ძუნწი", "პაემანი ცაში"), ივანიკა(ვ. კურტიდი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), კუკური (გ. ცაბაძე "ბრწყინვალე სამეული"), ოთარი (ვ. აზარაშვილი "შვიდნი ძმანი გურჯანელნი"), მეირო (გ. ჩლაიძე "ო, ადონაი"), პიანისტი (ა. კერესელიძე და გ. ჩლაიძე "შაპიტო"); სხვა რეპერტუარი: ბონი, ზუპანი(კალმანი "სილვა", "მარიცა"), დრაკონი(პტიჩკინი "დრაკონი"), დულიტლი (ლოუ "ჩემი მშვენიერი ლედი"), ველი სულეიმანი(ჰაჯიბეკოვი "არშან-მალ-ალანი"); ლიბრეტოები: საბავშვო სპექტაკლ-კონცერტები - "მოვდივართ და მოვიმღერით", შ. მილორავა "მომკალ, მომკალ, ჩემო კარგო", ვ. დურგლიშვილი "თავქარიანები"; დადგმები, მუსიკალური კომედიები, ოპერეტები: შ. მიოლორავა "საყვარელი დისშვილი", "დალი" (1955, 1956), ნ. გუდიაშვილი "ვახშმობისას"(1959), გ. ცაბაძე "ბრწყინვალე სამეული" (1963), ს. ნასიძე "სტუდენტები" (1965), ო. თევდორაძე "შვეიკი მიდის ომში", "სიურპრიზების დღე" (1968, 1979), შ. მილორავა "მე და ჩემი მეზობელი", "საბედისწერო ოპერაცია" (1964, 1968), შ. ჯოჯუა "მასპინძელი და სტუმარი" (1970), ლ. იაშვილი "ირმისა" (1973, საბავშვო), ვ. აზარაშვილი "ბიჭუნა"(1975), მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები"(1975), შ. მილორავა "სათაგური", "ჩემი კეთილი მეზობელი", "შემინახეთ სიმღერა" (1976, 1977, 1981), ვ. აზარაშვილი "ცეკვის მასწავლებელი" (1982), ო. გორდელი "ჯადოსნური ქვა" (1983), ივანოვი "მხიარული მელოდიები", დ. ტურიაშვილი "პეპი გრძელი წინდა"; გასტროლები: მოსკოვი, ოდესა, კიშინიოვი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 242 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |