Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ გვახარია![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1948-1951, 1956-1961), მოსკოვის "დინამოსა" (1951-1956) და სსრკ ნაკრებში (1951-1960). იყო თბილისის "დინამოს" მოთამაშე-მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელი (1960-1967), სსრკ ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1962-1964). მელბურნის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1956), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1958), ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (1953) და ორგზის მეორე პრიზიორი (1955, 1957), მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების მეორე პრიზიორი (1954), სსრკ ჩემპიონი (1953), ორგზის მეორე (1956, 1960) და ორგზის მესამე პრიზიორი (1958, 1959), სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1959). მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" სსრკ ჩემპიონატებში სამჯერ გახდა მეორე (1960, 1962, 1963) და ორჯერ - მესამე პრიზიორი (1964, 1966). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყალბურთი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.383; ქართული სპორტი: sport.gov.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |