| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ გომართელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1960 წელს; საკავშირო რადიოსა და ტელევიზიის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები 1979 წელს. 1977-1980წწ. მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტის სპორტულ გადაცემათა რედაქციაში კორესპონდენტად, ტელევიზიის ახალგაზრდული გადაცემების პროგრამების რედაქტორად; 1981-1985წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" სპორტული განყოფილების კორესპონდენტად; 1985-1989წწ. გაზეთ "მებრძოლი გუშაგის" განყოფილების გამგედ; 1987–1992წწ. იყო ჟურნალისტთა კავშირის პირველი მდივანი; 1990-1992წწ. გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" განყოფილების გამგე; 1992-1993წწ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშედ; 1993–1997წწ. საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომატის პირველი მოადგილე; 1997–1999წწ. "აგროინფორმის" გენერალური დირექტორი; თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: "ლელო", "თბილისი", "მართვე" და სხვა; ხელმძღვანელობდა გამომცემლობა "გეორგიას". ჟურნალისტ თამარ გომართელის შვილი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.393; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.84; ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.213 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

