The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ გომართელი

დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 2010  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1960 წელს.

1961–1981წწ. მუშაობდა სახტელერადიოკომიტეტის ინფორმაციის მთავარ რედაქციაში მთავარი რედაქტორის მოადგილედ, მთავარ რედაქტორად; 1981–1987წწ. გაზეთ "მარნეულის" რედაქტორად; 1987–1992წწ. იყო ჟურნალისტთა კავშირის პირველი მდივანი; 1993–1997წწ. საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომატის პირველი მოადგილე; 1997–1999წწ. "აგროინფორმის" გენერალური დირექტორი; ხელმძღვანელობს გამომცემლობა "გეორგიას".

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.393; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.84

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: