The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გუდავაძე

ზურაბ გუდავაძე
ოფიციალური სახელი:ლავრენტი გუდავაძე
დაბადების თარიღი:1961  (64 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1984 წელს; 2005 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

სამეცნიერო ხარისხი და წოდება:

2023 წლიდან საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი; ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (გერმანია), აკადემიკოს ი. ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემათა და ჰიდროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საპატიო დოქტორი (სომხეთი); ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი.

სამუშაო გამოცდილება:

2024 წელიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი); 2023-იდან არჩეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი; საქართველოს პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი; სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო ნაშრომების დაცვის კოლეგიის წევრი; სტუ-ის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი; სამეცნიერო კვლევითი ჟურნალის "ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა" რედაქტორის მოადგილე; 2022-იდან სტუ-ის საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2021 -იდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი; 2019-იდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საავიაციო კომიტეტის წევრი; 2005-2006 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისა და მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის კათედრის ასისტენტი; 2004-2023წწ. ავიაკომპანია "S7 Airlines" გენერალური წარმომადგენელი საქართველო, კორეა, უკრაინა, იტალია; 2003-2004წწ. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე; 2002-2003წწ. ქ. თბილისის მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდის თავჯდომარე; 1999-2002წწ. საკრებულოს მდივანი, 1998-2002წწ. ქ. თბილისის საკრებულოს დეპუტატი; 1995-1999წწ. ავიაკომპანია "ვნუკოვოს ავიახაზების" გენერალური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში; 1993-1994წწ. ავიაკომპანია "ლიდიას" გენერალური დირექტორი; 1990-1993წწ. საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, ასოციაცია "კოოპერატორები მშვიდობისა და კაცობრიობის ხსნისათვის" გენერალური დირექტორი; 1989-1990წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სასარგებლო წიაღისეულთა დამუშავების კათედრის მეცნიერ თანამშრომელი; 1989-1990წწ. საქართველოს კომკავშირის ცკ-ს ახალგაზრდობის სოციალურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი; 1984-1989წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, შემდეგ ინსტიტუტის კომკავშირის მდივნი; 1979-1978წწ. N 13 სამრეწველო სამშენებლო ტრესტი N8 სამშენებლო სამონტაჟო სამმართველო მუშა.

პროფესიული გამოცდილება:

ამჟამად მუშაობს კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით და მასთან დაკავშირებულ მიწისქვეშა გაზ საცავების მშენებლობისა და გაზის უსაფრთხო უწყვეტ მომარაგების საკითხებზე.

გამოცემები:

ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომისა მათ შორის ერთი მონოგრაფია. სამთო მშენებელ-ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

გააზიარე: