The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა ბუბუტეიშვილი

ელგუჯა ბუბუტეიშვილი
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, მეწარმე, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტი 1972 წელს.

1989–1991წწ. იყო მრავალდარგობრივი ფირმა "ოქროს საწმისის" პრეზიდენტი; 1992 წელს - საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს ტრესტის "საქკომუნრემმშენის" ტრესტის მმართველი; 1992–1995წწ. საწარმოო გაერთიანების "თბილთამბაქოს" გენერალური დირექტორი; 1995 წლიდან შპს "ბემბის" გენერალური დირექტორი, ხოლო ამავე წლიდან "ბემბის" სამართალმემკვიდრის - შპს "დავით სარაჯიშვილი და კომპანიის" პრეზიდენტი. 1996 წელს ბუბუტეიშვილმა გამორჩეული ქართველი სტუდენტებისათვის დააწესა დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია; 1997–1999წწ. დასახელებული იყო საქართველოს ათ საუკეთესო ბიზნესმენს შორის.  ელგუჯა ბუბუტეიშვილი არის 30–იან წლებში ჭიათურის შავი ქვის ცნობილი მრეწველის ნესტორ ბუბუტეიშვილის (რეპრესირებულია 1937) მემკვიდრე.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.411


გააზიარე: