შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო ლეკიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭრებალო, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით 1959 წელს; სპეცკურსი მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე რადიაციული ქიმიის სპეციალობით (1963-1965); საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავიაციო ქარხნის ფილიალი რადიოტექნიკოსის სპეციალობით 1965 წელს. 1959-1965 წლებში მუშაობდა თბილისის მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; თბილისის იზოტოპების ლაბორატორიაში მთავარ ინჟინრად, 1966 წლიდან კი იყო ამ ლაბორატორიის დირექტორი, რომელიც 1990 წლამდე მოსკოვის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის განყოფილებას წარმოადგენდა, შემდგომში გადაკეთდა ზუსტი ხელსაწყოების სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო ინსტიტუტ "დელტად", 1998 წლიდან კი - სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტად", რომლის გენერალური დირექტორი 2005 წლის ივნისამდე უცვლელად იყო. 1996 წლიდან არის საქართველოს სამხედრო ძალების საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის გენერალური კონსტრუქტორი. იყო სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალის "სამხედრო ტექნიკის" მთავარი რედაქტორი (1999). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.418; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.121; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.393; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.326 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |