| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრა კელენჯერიძე-ფოცხვერაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ქუთაისის ქალთა გიმნაზია. სწავლობდა თბილისის საოპერო სტუდიაში; 1921 წლიდან მღეროდა მეუღლის, კ. ფოცხვერაშვილის მიერ დაარსებულ აკადემიურ გუნდში; 1933 წელს ჩამოაყალიბა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი; ი. დუნაევსკის რჩევით მოსკოვის სახელმწიფო აკადემიურ გუნდში ჩამოაყალიბა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი; მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაარსდა ქალთა თვითმოქმედი ანსამბლები ბათუმში, ჭიათურაში, ხაშურში, გორში; ხალხური მუსიკის მოღვაწე, ხალხური სიმღერის შემსრულებელი, მეჩონგურე, ლოტბარი; კომპოზიტორ კონსტანტინე ფოცხვერაშვილის მეუღლე და ნათელა ფოცხვერაშვილი-ბერიძის დედა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.246; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.359 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

