The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ კერესელიძე

ნოდარ კერესელიძე
Date of birth:10 January, 1927
Date of death:13 August, 2002  (at 75 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს; თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა - 1953 წელს.

1953 წელს, მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში, წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა ხარისხის მოსაპოვებლად. მისი მოღვაწეობა მთლიანად დაკავშირეუბლი იყო თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის ინსტიტუტთან. აქ მან გაიარა გზა რიგითი ინჟინრიდან ინსტიტუტის ხელმძღვანელამდე. მისი სამეცნიერო მუშაობის დარგებია: ჰიდრავლიკა და ჰიდრომექანიკა, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კვლევა, ენერგეტიკის განვითარების ამოცანები. მის მიერ შესრულებული კვლევებიდან აღსანიშნავია რიგი ენერგეტიკული ნაგებობის (ხრამ-II-ის, გუმათი-II-ის, ლაჯანურის, ჟინვალის, ენგურის და სხვა ჰესების საპასუხისმგებლო კვანძების) ჰიდრავლიკურ-ლაბორატორიული კვლევები, რომელთა შედეგების საფუძველზე შეირჩა ობიექტების საბოლოო სახე. 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანისა და ენერგეტიკის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შემუშავებისათვის აუცილებელი რიგი მეცნიერული საკითხის გადაწყვეტაში. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის, რამდენიმე მონოგრაფია. დიდია მისი წვლილი საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტის განვითარების საქმეში; აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების მოღვაწეობაში; იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე; როგორც ჰიდრავლიკისა და ჰესების კათედრის პროფესორი, წლების მანძილზე კითხულობდა ჰიდრავლიკის კურსს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ენერგეტიკის დარგის ჩამოყალიბების საქმეში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. თვალსაჩინო მეცნიერ-ჰიდროენერგეტიკოსი და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.443; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.85-86; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 34

Member of Organizations

  • ბუნებათმცოდნეობის საერთაშორისო ასოციაცია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • ეროვნული ენერგეტიკის აკადემია, ვიცე–პრეზიდენტი (1998-)
  • ეროვნული ენერგეტიკის აკადემია, წევრი (1996-)
  • საერთაშორისო ენერგეტიკის აკადემია, წევრი (1996-)

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი

Share: