The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით გომართელი

დავით გომართელი
Date of birth:13 February, 1961  (64 years)
Category:Diplomat, Singer, Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით; სწავლობდა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში და GIPA-ში დიპლომატიის განხრით; 2009 წელს გაემგზავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში და აიღო დიპლომი პიარისა და ბიზნესის ადმინისტრირების რანგში.

1995 წლიდან გამოდის ესტრადაზე; პირველი მუსიკალური ნაბიჯები მომღერალმა სტუდენტობის ასაკში, უნივერსიტეტის ტრიოში, გადადგა; მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია: ქართული, ინგლისური, იტალიური, რუსული და ესპანური. აგრეთვე ასრულებს რუსულ რომანსებსაც; იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში მედია-დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კომკავშირელი. 1995 წლიდან ეწეოდა ბიზნეს-საქმიანობას, იტალიელ კოლეგებთან ერთად. მისი ქარხანა უშვებდა პლასტიკის კაფსულებს, რომლისგანაც შემდგომ ბოთლები მზადდებოდა.  იყო "ცეკვავენ ვასრკვლავების" მონაწილე; სატელევიზიო შოუებისა და პროგრამების პოპულარული მონაწილეა; 2020 წელს იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა; არის მრავალი კონკურსის გამარჯვებული. მისი პოპულარული მეტსახელია - "რემიქსების მეფე". მომღერლის დისკოგრაფიაში 8 ალბომი და 20 ვიდეორგოლია.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ. 457; espersona.ge

Awards and Honors

  • 2006 - ფესტივალი "ოქროს დისკი 2006", წლის სიმღერა
  • 2004 - ფესტივალი - "წლის სიმღერა 2004" , სპეციალური პრიზი - "ქართული ტრადიციული სიმღერები"
  • 2003 - ფესტივალი "ოვაცია - 2003"
  • 2002 - ფესტივალი "ოვაცია 2002"
  • 2001 - ფესტივალი "მეგა 2001", საუკეთესო იმიჯის მქონე მომღერალი
  • 2000 - ფესტივალი "წლის ჰიტი 2000"
    სიმღერებისთვის "გაზაფხული აპრილი", "გული, გული", "Night blues"
  • 2000 - ფესტივალი "ზაფხულის ფეირვერკი 2000", თანამედროვე სიმღერის საუკეთესო შემსრულებელი
  • 1981 - თანამედროვე სიმღერის ფესტივალი "ბიჭვინთა 81" (გრან-პრი ჯგუფ "Tree of Desire" თან ერთად)
  • ფესტივალი "სიმღერები თბილისზე 2000"
  • საუკეთესო ვიდეო 2004 - რადიო ევროპა, გრან-პრი

Share: