შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ჯაბუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სიმღერა დაიწყო ექვსი წლისამ, მღეროდა ყოფილ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ვოკალურ ჯგუფში; 1971–1986წწ. იყო ამავე სასახლესთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ–საკრავიერო ანსამბლ "მზიურში"; 1986 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია, მღერის ძირითადად ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 2016 წლის იანვარში სახელმწიფო ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.458
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |