შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ჯადუგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტი 1964 წელს. 1964 წელს მიიწვიეს საქართველოს საესტრადო ორკესტრ "რერო"-ში სოლისტად. ასრულებდა ისეთი ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს, როგორებიც არიან: გიორგი ცაბაძე, შოთა მილორავა, ეთერ ჭელიძე, ნოდარ გიგაური, ვაჟა აზარაშვილი, ნუნუ გაბუნია, მარგარიტა ჩხეიძე და სხვ. მის რეპერტუარში შედიოდა აგრეთვე რუსი და საზღვარგარეთელი კომპოზიტორების პოპულარული სიმღერები. 1968 წელს მონაწილეობდა სტუდენტთა და ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. 1971 წელს შეიქმნა დუეტი ნიკო ჯადუგიშვილის და ეთერ კაკულიას მონაწილეობით. მათ მიერ შესრულებული სიმღერებიდან აღსანიშნავია ი. ბუკიას "თოვლი მოსულა", ე. ჭელიძის "აღმართი", ჯ. სეფიაშვილის "სანთლები", ნ. დუღაშვილის "დამიბრუნდი". იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. წყარო: ხელოვნების კალენდარი, თეატრი, მუსიკა, კინო. თბ., 1992 – გვ. 51-52; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.283 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |