შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარია კირაკოსოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი 1960 წელს(თეორიული), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1965 წელს(მუსიკის ისტორია). 1965-1967წწ. იყო ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები), რუსთავის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1967-1988წწ. თბილისის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1988-2001წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის მეცნიერ მუშაკი, 2001-2006წწ. კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის პედაგოგი(მუსიკის ისტორია); ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, საქართველოში მცხოვრები სომეხი მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Вокальный цикл в творчестве М.И. Глинки и М.П. Мусоргского", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 261 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |