The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კირვალიძე

ნინო კირვალიძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 2023  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტი 1967 წელს.

1957 წელს ბ. დარახველიძის მიწვევით (ანსამბლთან ერთად) წარმატებით იმოგზაურა ბრიუსელში საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე.1958 1987წწ. წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (ახლანდ. ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი) წამყვანი მოცეკვავე; წარმატებით მონაწილეობდა ანსამბლის თითქმის მთელ რეპერტუარში. განსაკუთრებით გამოირჩევა მის მიერ შესრულებული ცეკვები: "ქართული", "სამაია", "ხევსურული", "ხომლი", "ხაბარდა", "ხონგა", "წყაროსთან", "აჭარული", თინათინის პარტია ი. სუხიშვილის მიერ დადგმულ "ქაჯეთის ციხის აღებაში" და სხვ. მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი პროფესიონალური ოსტატობოთ, ფაქიზი გემოვნებით, ეროვნული კოლორიტის გრძნობით. 1985–2015წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ი. სუხიშვილის სახელობის სკოლა-სტუდიაში. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 261; სუხიშვილები: facebook.comსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1972 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1957 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი , I ხარისხის დიპლომი, ოქროს მედალი (მოსკოვი)

გააზიარე: