შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კინწურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1996 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2002 წელს(გუნდის დირიჟორობა). 2000-2002წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ესპანურ-ქართული გუნდის "Cantus Choralis" სამხატვრო ხელმძღვანელი; 2000-2002წწ. თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტი; 2006 წელს მოიპოვა მიუნხენის მუსიკისა და თეატრის Hohschule-ს საორკესტრო დირიჟორის დიპლომი, ხოლო 2008 წელს საორკესტრო დირიჟორის მაგისტრის ხარისხი; 2011 წელს ლატვიის კულტურის აკადემიის კულტურისა და მედიის მენეჯმენტის მაგისტრის წოდება; 2009-2011წწ. იყო ჰამბურგის მუსიკალური და თატრალური უმარლესი აკადემიის საორკესტრო სადირიჟორო ფაკულტეტის სტუმარი-სტუდენტი, პედაგოგი ქრისტოფ პრიკისი; ამავე წლიდან მუშაობდა ჰამბურგის კონსერვატორიაში სასწავლო პროექტ GUS-ის ფარგლებში საორკესტრო სადირიჟორო ფაკულტეტის მუსიკალურ პროექტებზე, მათ შორის: "ოპერა ყველა ბავშვს", ფესტივალი "ჟღერა და სივრცე", პროფესორ ბ. ვაილის ასისტენტი, ახორციელებდა ფესტივალის მენეჯმენტსა და მარკეტინგს; მასტერკლასები გაიარა 2007, 2009, 2010წწ. პროფესორებთან: კ. მაზურთან, დ. ბოსტოკთან, ქ. პრიკისთან; უდირიჟორა: მიუნხენის, ინგოლშტატის, ბავარიის, კანადის, შვეიცარიის, ვენის, ჰამბურგის სიმფონიურ ორკესტრებსა და საოპერო სპექტაკლებს; 2010-2014წწ. იყო მიუნხენის ელიზაბეთ გასტის ხელოვნების ფონდის მუსიკალური ხელმძღვანელი, მიუნჰენის "ბავარიის საბავშვო და ახალგაზრდული ფილარმონიის ორკესტრისა და გუნდის" პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი; 2013 წლიდან თბილისის კონსერვატორიის მუსიკალური მენეჯმენტის ფაკულტეტის პედაგოგი("Basic of Management", "Music Management") და საორკესტრო დირიჟორის კლასი; 2014 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; ატარებს მასტერკლასებს: თბილისის კონსერვატორიაში, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში; რეპერტუარი შესრულებული საქართველოში: ჰაიდნი ორატორია "სამყაროს შექმნა"(2015), ო. თაქთაქიშვილი "მინდია", ვერდი "აიდა", "ტრუბადური", "ბალ-მასკარადი", "რიგოლეტო", "ნაბუქო", დონიცეტი "დონ პასკუალე", ლეონკავალო "ჯამბაზები"(ყველა საკონცერტო შესრულება), მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა"; რეპერტუარი შესრულებული უცხოეთში: როსინი "კონკია", ვაგნერი "მფრინავი ჰოლანდიელი", გლუკი "ალცესტა", ბრუკნერი სიმფონია N9; მონაწილეობდა ფესტივალში: თბილისის "საახალწლო ფესტივალი", "ზამთრის აკადემია", ჰამბურგის წმინდა იაკობის საკათედრო ტაძარში მიუნხენის ქართულ გუნდთან "იბერი". 2014-2016წწ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 260
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |