შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფატმა კობალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1939 წელს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში; 1944–1979წწ. იყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე (ქორეოგრაფი – ე. ხაბაძე), სადაც სამ ათეულ წელზე მეტი გაატარა; მოცეკვავის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი რეპერტუარიდან გამორჩეული იყო "განდაგანა", "ყაზბეგური", "ჩაგუნა", "წყაროსთან", "თებრონე მიდის წყალზედა", "ნეტავი გოგოვ მე და შენ", "ოსური", "ლაზური" და სხვა. წარმატებით ასრულებდა რუსულ, აზერბაიჯანულ, ესპანურ, მოლდავურ, ბულგარულ და სხვა ხალხთა ცეკვებს. 2011 წელს გაიხსნა ფატმა კობალაძის სახელობის ვარსკვლავი ბათუმის ი. ჭაჭავაძის სახ. თეატრთან. გასტროლებით იმყოფებოდა ბულგარეთში, პოლონეთში, თურქეთში, ეგვიპტეში, სირიასა და სსრკ სხვადასხვა ქვეყნებში. მოცეკვავე-სოლისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 262; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5. - თბ. 1980. -გვ. 565; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.101; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 95 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |