Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთო ვარაზი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1948 წელს. ავთო ვარაზი ქართული მხატვრობაში პირველი იყო ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. მის შემოქმედებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რელიგიურ მოტივებს. წლების განმავლობაში მუშაობდა სამუზეუმო ექსპოზიციის გაფორმებაზე. მან მხატვრულ გაფორმებაში მთავარ მაორგანიზებელ ელემენტად ფერი აქცია, სადაც მნიშვნელოვანი ობიექტები ფერადოვანი აქცენტების მეშვეობით იყო გამოყოფილი: 1961 წელს ჯანაშიას მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების გამოფენა, ფეოდალიზმის ეპოქის განყოფილების გამოფენა; რუსთაველისადმის მიძღვნილი გამოფენა სურათების გალერეაში; ლიტერატურული მუზეუმი; იოსებ გრიშაშვილის და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმები. მხატვრულად გააფორმა აგრეთვე რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმი "ფიროსმანი", სადაც ფიროსმანის როლი მანვე შეასრულა (1969). მისი ტილოები მსოფლიოს მუზეუმებშია წარმოდგენილი, მაგრამ ზოგიერთი ნამუშევრის ბედი დღემდე უცნობია. მხატვრის ნამუშევრებიდან "ხარის თავი" ნიუ-ორკის "მოდერნ არტის" მუზეუმში ინახება, მეორე, კვლავ "ხარის თავის" სახელწოდებით, თუმცა სინამდვილეში "კრავის თავს" წარმოადგენს - აშშ-ის ზიმერლის ნონკომფორმისტულ მუზეუმში; მესამე, "ხარის თავი" - ალექსანდრე გლეზერთან პარიზში, ხოლო "რვაფეხა" კი კოსტაკისის კერძო კოლექციაში საბერძნეთში. მისი 15 ნამუშევარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ასევე, ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმებში ინახება. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.464
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |