The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახუშტი ბატონიშვილი

ვახუშტი ბატონიშვილი
Legal name:ვახუშტი ბაგრატიონი
Date of birth:1696
Date of death:1757  (at 61 years)
Burial location:დონის მონასტერი, ქ. მოსკოვი
Category:Geographer, Historian, Royalty

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

იყო ქართლის მეფის ვახტანგ IV-ის უკანონო შვილი. ფრანგი მოგზაურის შარლ პეისონელის ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. ვახუშტი იმთავითვე გაანათლეს გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწეებმა. ვახუშტის აღზრდაში მონაწილეობა მიიღეს ასევე თბილისში მყოფმა კათოლიკე ფრანგმა მისიონერებმა. მაინც, ვახუშტის უშუალო აღმზრდელად, დეკანოზი იესე გარსევანიშვილი მიიჩნევა. 1717 წლიდან 1724 წლამდე ვახუშტი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. 1721 წელს, მდივანბეგ გივი თუმანიშვილთან ერთად ატარებს ქვემო ქართლის მოსახლეობის სტატისტიკურ აღწერას. თავისი დროისთვის ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ერთ-ერთ უგანათლებულეს ადამიანათ ითვლებოდა. ქართულის გარდა ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ და სომხურ ენებს. 1717 წელს ვახუშტი ბატონიშვილი დაქორწინდა მარიამ აბაშიძეზე. 1722 წელს, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნის დროს, ქართლის სამეფოს გამგებლად იყო დატოვებული. 1724 წელს ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო იძულებული იყო ვახტანგ VI-ს გაჰყოლოდა რუსეთში და სამეცნიერო მოღვაწეობა მოსკოვში განეგრძო. სწორედ მოსკოვში დაწერა მან თავისი უმთავრესი ნაშრომი "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", რომელშიც მოთხრობილია საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნის შუა ხანებამდე. ეპოქის კარტოგრაფიული ხელოვნების შენაძენია ვახუშტის მიერ შედგენილი საქართველოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ზოგადგეოგრაფიული შინაარსის ატლასები. ასევე მაღალ შეფასებას იმსახურებს მოსკოვში მისი ენერგიული მთარგმნელობით-საგამომცემლო მოღვაწეობა. ვახუშტიმ პირველმა შეისწავლა ქართული გერბები და დაიტანა იგი თავის სახელგანთქმულ ატლასში. ატლასში შეტანილია ერთიანი საქართველოს, ცალკეული სამეფოებისა და სამთავროების გერბები. ვახუშტი მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ასევე, საქართველოში ანთროპოლოგიის მდგომარეობის შესახებ. მან ქართველი ხალხი ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, ცალკეული ჯგუფების მიხედვით აღწერა. ვახუშტი მოღვაწეობდა მთარგმნელობით სფეროშიც, რითაც წვლილი შეიტანა ქართული საზოგადოების განმანათლებლობაში.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.471

Bibliography


Share: