The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ კობახიძე

თეიმურაზ კობახიძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1924
გარდაცვ. თარიღი:20 თებერვალი, 1986  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი 1948 წელს; 1962 წელს სადირიჟორო ფაკულტეტი.

1952-1962წწ. იყო ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1962-1968წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, პარალელურად თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1968 წლიდან გარდაცვალებამდე ქ. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი, 1972-1986წწ. იქვე, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", ა. კერესელიძე "ბაში-აჩუკი", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", ი. გოკიელი "წითელქუდა", "ბროლის ქოში"; ბალეტები: ს. ცინცაძე "პოემა", ჰერტელი "ბებია და შვილიშვილი", მინკუსი "დონ-კიხოტი", ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი", ბიზე-შჩედრინი "კარმენ-სიუიტა"; მუსიკალური კომედიები: გ. ცაბაძე "ჩემი ქუჩა"(1968), "ჩემი შეშლილი ძმა", ა. კერესელიძე "ალუბლები ყვავიან"; სხვა რეპერტუარი: ვერდი "რიგოლეტო, "ტრავიატა", "ტრუბადური", პუჩინი "ჯანი სკიკი", დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური", ოფენბახი "პერიკოლა", ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", დარგომიჟსკი "ალი", რახმანინოვი "ალეკო", პროკოფიევი "სემიონ კოტკო"; თეიმურაზ კობახიძის სახელი მიენიჭა ქ. ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრს; პიანისტი, საოპერო და სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი. 1986 წელს ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრს მიენიჭა თ. კობახიძის სახელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 262; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 98

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ხალხური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში
  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: