Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე ასლანიდი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს; მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1958 წელს. ჯერ კიდევ მოწაფეობის წლებში მუშაობდა მუშთაიდის ბაღში საბავშო რკინიგზის მშენებლობაზე - 1935 წელს იყო რკინიგზის პირველი უფროსი; 1945 წლიდან საკავშირო ცენტრალური გაზეთების "პიონერსკაია პრავდასა" და "გუდოკის" სპეციალური კორესპონდენტია კავკასიაში; 1958-1985წწ. გაზეთ "ვეჩერნი ტბილისის" რედაქტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ადმინისტრაციული სამსახურის ინჟინერ–მაიორი (1951). მისი ხსოვნის საპატივცემულოდ თბილისში არის პავლე ასლანიდის ქუჩა. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.475 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |