The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სპირიდონ ვირსალაძე

სპირიდონ ვირსალაძე
Date of birth:17 March, 1868
Date of death:30 March, 1930  (at 62 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა ტომსკის  უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1896 წელს.

1898–1909წწ. მუშაობდა პეტერბურგში ი. პავლოვის, ა. ნეჩაევისა და ვლ. ბეხტერევის ხელმძღვანელობით. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში, სადაც დაინიშნა საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ;

1919 წელს აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის კერძო პათოლოგიის და თერაპიის კათედრის გამგედ და პროფესორად, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას; 1919 წელს შ. მიქელაძესთან ერთად პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალის "ექიმის" რედაქტორი, 1924 წლიდან კი "ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის ბიულეტინის" დირექტორია. იყო  პირველი ქართველი თერაპევტი-პროფესორი, ქართული თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ცენტრალური სამალარიო სადგური, რომელიც შემდეგ გადაკეთდა ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1910), პროფესორი (1919). ღვაწლმოსილმა ექიმმა დაგვიტოვა ქართულ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე გამოქვეყნებული 70-მდე მეცნიერული ნაშრომი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.476; მამულიშვილთა სავანე ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. -თბ., 1994. - გვ. 152; gluseum.com

Member of Organizations

  • საქართველოს ექიმთა საზოგადოება, წევრი
  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს ბუნებისმეტყველთა საზოგადოებ, წევრი

Bibliography


Share: