The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ვორონცოვი

მიხეილ ვორონცოვი
Date of birth:1782
Date of death:1856  (at 74 years)
Burial location:ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი
Category:Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პქტერბურგი, რუსეთი.

1844 წლის 27 დეკემბრიდან 1854 წლის 29 ნოემბრამდე იყო კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი. მისი დამსახურებისთვის შამილის წინააღმდეგ ბრძოლასა და ჩეჩნეთის გაუვალ ტყეებში გადახდენილ სიძნელეებში თავდადებისთვის მას პრინცის წოდება მიენიჭა. 1848 წელს მას უკვე დაღესტნის ორი-მესამედი ჰქონდა დაპრყობილი, ხოლო რუსების პოზიციები კავკასიაში კი საგრძნობლად გაუმჯობესდა. 1853 წლის დასაწყისში ვორონცოვს გადადგომის უფლება მიეცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 1856 წელს ის გენერალ–ფელდმარშალი გახდა, და იმავე წელს გარდაიცვალა ოდესაში. კავკასიაში მთავარმართებლობის დროს ვორონცოვი ემსახურებოდა მისი კოლონიზაციისა და იმპერიასთან სრული შერწყმის საქმეს, მაგრამ ამას აკეთებდა მოქნილად. მეთოდურად, უპირატესად კულტურული ღონისძიებებით: მის დროს აღდგა ქართული თეატრი, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, ადგილობრივი თავად-აზნაურთა შვილებს გზავნიდა რუსეთის სასწავლებლებში და სხვა. ვორონცოვი მეფის უერთგულესი მსახური იყო, სხვა მოხელთაგან გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით, განათლებითა და გარკვეული ლიბერალიზმით. არსებობს ე. წ. "თავად ვორონცოვის არქივი", რომელიც შეიცავს XVIII-XIX საუკუნეების რუსეთის თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეების საგვარეულო საბუთებს. არქივში შემონახულია XIX საუკუნის საქართველოს მდგომარეობის ამსახველი ცნობები. მასალა დაცულია მოსკოვის, ვლადიმირის, ყირიმის, ოდესის არქივებსა და ბიბლიოთეკებში. მიხეილ ვორონცოვი იყო რუსი თავადი, სახელმწიფო მოღვაწე, ამიერკავკასიის გენერალ-გუბერნატორი.

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.97-98; თბილისი–ენციკლოპედია.–თბ.,2002.–გვ.477


Share: