The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბუხუტი ზაქარიაძე

ბუხუტი ზაქარიაძე
Date of birth:1 June, 1913
Date of death:12 February, 1988  (at 74 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სანგა-ჩალე, აზერბაიჯანი.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა 1931 წელს ხონის, 1933–1934წწ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის, 1935–1937წწ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის, 1937–1941წწ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის, 1941–1945წწ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის, 1945–1948წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის, 1948–1953წწ. სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის თეატრებში. 1953 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. ბ. ზაქარიაძე ქართული სამსახიობო ხელოვნების ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. წარმატებით ასრულებდა სახასიათო როლებს. სხვადასხვა თეატრში შექმნა შემდეგი სცენური სახეები: მირზა (კ. კალაძის "ხატიჯე"), კრეონი(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ფრეგატი (ვ. კირშონის "სასამართლო"), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მოსე გრძელიძე (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ბახვა ფულავა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ლაითაძე (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), როსტომი (ა. აფხაიძის "არაგველები"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ტერეზია (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") პეტრუზა (ნ. აზიანის "უკანასკნელი მასკარადი"), სოსა (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი") და სხვ., მისი როლები გამოირჩევა სიმართლით, უშუალობით, ტემპერამენტით, ღრმა დამაჯერებლობით. გადაღებულია ფილმებში: "განთავისუფლება" (სტალინი), "ქვევრი" (შვგოგია), "ვერტიკალი" (ბესარიონი), "დათა თუთაშხია" (მედუქნე), "ბებერი მეზურნეები" (სოსა) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.482; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: