Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ზაქარიაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო. ბაქოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ ზესტაფონის, ხოლო შემდეგ თბილისის მეორე საშუალო სკოლაში, რომელიც 1925 წელს დაამთავრა. სასცენო განათლების მისაღებად სწავლობდა თბილისის აკ. ფაღავას ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში; 1926-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში; 1929-1932 წლებში მიიღეს კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული ქუთაის-ბათუმის სახელმწიფო თეატრში (შემდგომში თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი) მსახიობად; 1936-1937 წლებში მუშაობდა "სახკინმრეწვში" (ამჟამად კინოსტუდია "ქართული ფილმი"), მაგრამ თეატრთან კავშირი არ გაუწყვეტია და ხშირად მონაწილეობდა ქუთაისისა და თელავის თეატრების სპექტაკლებში; 1937-1956 წლებში მუშაობდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში; 1955-1956 წლებში გადავიდა შ. რუსთაველის სახ. თეატრში; 1955-1960 წლებში სასცენო მეტყველებას ასწავლის შ. რუსთაველის სახ. თეატრში; 1956-1971 წლებში უკვე თეატრის მსახიობია; 1969 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო; მისი მეთაურობით ქართული თეატრი საერთაშორისო სარბიელზე გავიდა – თეატრმა გასტროლები გამართა რუმინეთსა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკებში; თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომედიურ როლებს; კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენტი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", 1937), ჯიბილო (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", 1938), კაპიტანი რატიანი (ლ. გოთუას "უძლეველნი", 1945), გიგაური (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი", სტალინური პრემია, 1952), გიორგი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი", 1954), ბაგრატიონი (ალ. სამსონიას "ბაგრატიონი", 1944), ბახა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", 1945), მეფე დავითი (ლ. გოთუას "დავით აღმაშენებელი", 1946), ბესიკ გაბაშვილი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე", 1942), თინიბეგი (მ. მრევლიშვილის "ზვავში", 1956), კავალერი რიპაფრატა (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი", 1952), ჟამთაბერი (მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), არჩილი (ი. ვაკელის "შური"), ფილიპი, ჯაკომო (პ. შელის "ბეატრიჩე ჩენჩი"), გიჟუა (ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), რუი ბლაზი (ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი"), ქადაგი (ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონი", 1960), ფიროსმანი, დევი (გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", 1961; "ჭინჭრაქა", 1964), ოიდიპოს მეფის სახე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", 1956), შაქრო (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში"), ბეკინა (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შუისკი (ა. პუშკინის "ბორის გოდუნოვი", 1957), არბენინი (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), ტეტერევი (მ. გორკის "მდაბიონი"), კრეონი (ჟ. ანუის "ანტიგონე"), კავალერი რიპაფრატა (კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), დენფორტი (ა. მილერის "სეილემის პროცესი"), კაცი მანტიით (პ. კოჰოუტის "როცა ასეთი სიყვარულია"), ალექსი (ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"), ლირი (უ. შექსპირის "მეფე ლირი") და სხვა., 1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში, მას მრავალი მხატვრული სახე აქვს შექმნილი კინოფილმებში: თორღვაი ("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1934), სიმონა ("დარიკო", 1936), სარდიონი ("სამშობლო", 1939), ვარდენი ("მეგობრობა", 1940), შადიმან ბარათაშვილი ("გიორგი სააკაძე", 1942-1943, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია), ყარაჩოხელი ("ქეთო და კოტე", 1948), მოხუცი მეზღვაური ("ზღვის ბილიკი", 1962), ფოსტალიონი გიორგი ("დღე პირველი, დღე უკანასკნელი"), 1960), ივანე ("პალიასტომი", 1963), ალმასხანი ("შეხვედრა წარსულთან", 1966), მინაგო ("მალე გაზაფხული მოვა", 1967), ლევან ცინცაძე ("არ დაიდარდო", 1968), ლაიონუსი ("შეხვედრა წარსულთან"), ბლუხერი ("ვატერლოო"), გიორგი მახარაშვილი ("ჯარისკაცის მამა") და სხვა. ს. ზაქარიაძე შესანიშნავად ფლობდა დეკლამაციის ხელოვნებას. ხშირად მონაწილეობდა რადიოგადაცემებსა და ლიტერატურულ საღამოებში, მართავდა პერსონალურ ლიტერატურულ საღამოებს. აღსანიშნავია, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით მის მიერ დიდი ოსტატობით შესრულებული გოეთეს "ეგმონტი". წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.482; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.323; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.66; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |