შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ზდანევიჩი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1917 წელს. ილია ზდანევიჩის მამა მიხეილი პოლონელი იყო, ფრანგული ენის მასწავლებელი, ხოლო დედა ვალენტინა - ქართველი, პიანისტი, პეტრე ჩაიკოვსკის მოსწავლე, გვარად გამყრელიძე; 1913 წელს არდადეგებზე თბილისში ჩამოსული, ძმასთან (კირილე) ერთად გაეცნო ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას, პირადად გაიცნო მხატვარი; გაზეთებში "ზაკავკაზსკაია რეჩსა" და "ვოსტოკში" გამოაქვეყნა წერილები ფიროსმანაშვილის შესახებ; 1917 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ტაო–კლარჯეთში მოწყობილ ექსპედიციაში, სადაც აზომა და ჩახატა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები; 1959 წელს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში მოეწყო გამოფენა "კირილე და ილია ზდანევიჩები". 1972 წელს პარიზში დაისტამბა ი. ზდანევიჩის წიგნი "ნიკო ფიროსმანაშვილი, 1914", რომელშიც გამოქვეყნდა პიკასოს მიერ შესრულებული ფიროსმანაშვილის გრაფიკული პორტრეტი. პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი. წყარო:100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.107-111
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |