Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან გიგაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა 1989 წელს. 1989-1992წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის ასპირანტი; 1992-1993წწ. თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის მასწავლებელი, 1993-2005წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 2005 წლიდან ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი; 2007- 2015წწ. ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების უფროსი; 2011 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მეცნიერული ინტერესების სფერო: სოციოლინგვისტიკა, ენის დოკუმენტირება, ენათა კონტაქტები, ბილინგვიზმი, კოდის გადართვა, ქართული ენის ზმნის მორფოლოგია, ტექსტოლოგია, გამოცემის თეორია; არის 3 მონოგრაფიისა და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით: ა) პირველად საქართველოში ხორციელდება XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობისა და ქართული ვოდევილის აკადემიური გამოცემები. დღეისათვის გამოცემულია ეპისტოლური მემკვიდრეობის 6 და ვოდევილის 2 ტომი; ბ) მიმდინარეობს წოვათუშურის, როგორც საფრთხეში მყოფი ენის, შესწავლა. პროექტის ფარგლებში გამოიცა 9 მონოგრაფია, მომზადდა წოვათუშურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური ოთხენოვანი ლექსიკონის 2 ტომი და წოვათუშური ტექსტების 3 ტომი. არის არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ავტორი, ხელმძღვანელი და მენეჯერი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ფორუმში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ე- პრეფიქსიანი ვნებითების მწკრივთა წარმოებისათვის საშუალ ქართულში", დაიცვა 1993 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზმნის უღლების სისტემა საშუალ ქართულში", დაიცვა 2005 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |